გაკვეთილის  მთავარი  თემა
რიცხვითი  სხივი
სწავლების  საფეხური
Vკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთი)  ბავშვი.აქედან  3(სამი)  გოგონაა  და  2(ორი) ვაჟი.

გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
●აღმოაჩინოს  და  შეისწავლოს  ნატურალური  რიცხვთა  გამოსახვის  ახალი  ფორმა.                                              
●შეექმნას  წარმოდგენა  რიცხვით  სიმრავლესა და სხივის გარკვეულ  წერტილთა სიმრავლეს  შორის   ურთიერთცალსახა   დამოკიდებულებაზე (შესაბამისობაზე).                          
●შეძლოს რიცხვით   სხივზე  აღებული  წერტილის  მიხედვით  მისი  შესაბამისი  კოორდინატის  დადგენა.             
●გამოიყენოს  ახალი  წარმოდგენები  პრაქტიკული  ამოცანების  მოხსნისას.                                                                   
● ჩართოს  ახალი  მეთოდები  კვლევის  დროს
წინასწარი  ცოდნა
გაკვეთილის  მიზნის  მისაღწევად  ბავშვებმა  უნდა  იცოდნენ
●ნატურალური  რიცხვები, მოქმედებები  ნატურალურ  რიცხვებზე                                                                         
●რიცხვების  დამრგვალება                                            
●რიცხვების  შედარება                                            
●გეომეტრიული  ფიგურების   (წრფე, სხივი, მონაკვეთი)  ამოცნობა,აღწერა
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
ფანქარი,  სახაზავი,დაფა,ფერადი  ცარცები,ფურცლები,კომპიუტერი,პროექტორი.
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
●გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(10წთ.)
●წყვილებში მოსწავლეებს  დაურიგებ მარტივ  რუკებს  და  ვთხოვ  გაზომონ  მანძილი  ორ  დასახლებულ  პუნქტს  შორის. ამის  შემდეგ  დაუსვამ  კითხვას.არის  თუ  არა  სინამდვილეში  მოცემულ  პუნქტებს  შორის  მანძილი  იმდენი  რაც  რუკაზეა  დაფიქსირებული. ბავშვები  ამ  კითხვას   ადვილად  გაართმევენ  თავს  და  ამის  შემდეგ დაუსვამ  მომდევნო კითხვას.რა  კავშირი  აქვს  რუკაზე  მითითებულ  მაშტაბს  მოცემულ  პუნქტებს  შორის  მანძილთან. მოსწავლეები  აღნიშნულ  კითხვას  არასწორი  პასუხით  შეაფასებენ. მიუთითებ  რომ  აღნიშნულ  კითხვაზე  სწორი  პასუხის  გასაცემად  მათ უნდა  ისწავლონ რიცხვების  გამოსახვა  წრფეზე.(5 წთ.)
●მთელ  კლასს  გავახსენებ  რა  არის  სხივი,წრფე , მონაკვეთი. დაუხაზავ  დაფაზე  სხივს  და  ვთხოვ იმსჯელონ  იმაზე    თუ  რა  წესით  შეიძლება  გამოსახონ  რიცხვები  სხივზე. (აქვე მივცემ  მითითებას    რომ  პირველ  რიგში შეუსაბამონ  სხივის  სათავე  ნულს).დაუსვამ  კითხვებს.ნულის  შემდგომ  რა  რიცხვი  შეიძლება  დავაფიქსიროთ  სხივზე?სხვადასხვა სიტუაციაში  რომელი  რიცხვის  დასახელებაა  უფრო  რეკომენდირებული?რა  სირთულეები  შეიძლება  წამოიჭრას  რიცხვების   წერტილებით გამოსახვისას? დასახელებული  იქნება  რამდენიმე  ვარიანტი. ერთობლლივი  განხილვის  საფუძველზე  მოსწავლეები დარწმუნდებიან  რომ  სხვადასხვა სიგრძის  ერთეულოვანი  მონაკვეთის  შემოტანა არ  მოგვცემს  არავითარ  პრინციპულ  განსხვავებას .(5 წთ.)
●მოსწავლეებს  ვთხოვ  ინდივიდუალურად  თავიანთ სავარჯიშო  რვეულებში  გაავლონ  სხივი,  მონიშნონ  მასზე  A(2) წერტილი  და  გადაადგილონ  ეს  წერტილი  3  ერთეულით მარჯვნივ.  იპოვონ  ამიღებული  წერტილის  კოორდინატი.  შემდეგ  6  ერთეულით  ,10 ერთეულით  და  ასე  შემდეგ.. ამ  აქტიობის  შესრულების  შემდეგ  ბავშვები  ადვილად  ივარაუდებენ რომ უცნობი  წერტილის  კოორდინატის  საპოვნელად უნდა  შეასრულონ  მოქმედება    მიმატება.(2+6; 2+10; 2+50;  და  ასე  შემდეგ..)აქვე  დაუსვამ  შეკითხვებს.  რა  მოქმედებას  შეასრულებენ  ისინი   სხივის  სათავიდან  დაშორებული   წერტილის  სათავისაკენ  გადაადგილებისას?(მაგალითად   თუ  გვინდა K(8)  წერტილიდან  მარცხნივ სათავისაკენ  5  ერთეულით  დაშორებული  Eწერტილის კოორდინატის  პოვნა,  რა  მოქმედება უნდა შეასრულონ?) (5 წთ)                                                  
●ვითამაშებთ  ზიგ- ზაგს.პროექტორის  საშუალებით  ბავშვებს  ვუჩვენებ  რიცვით  სხივებს,  რომლებზეც  გამოსახული  იქნება  წერტილები.(მივცემ  ინსტრუქციას: ზიგ-ის  თქმის დროს  მოსწავლემ  უნდა  დაასახელოს  მოცემული  ორი წერტილიდან  მარჯვნივ  ორი  ერთეულით  დაშორებული  წერტილების  კოორდინატები.  ზაგ-ის  -  დროს  დაასახელოს მოცემული  ორი  წერტილიდან  სათავისაკენ, მარცხნივ ორი  ერთეულით   დაშორებული  წერტილების  კოორდინატები.ზიგ-ზაგის  - დროს  დაასახელოს  მოცემული  მონაკვეთის  შუაწერტილის  კოორდინატი.)  (5წთ.)
●ბავშვებს  დავყოფ  ჯგუფებად  და  თითოეულ  ჯგუფს  მივცემ  შესაბამის  ნახაზებს  წერტილთა  კოორდინატების  საპოვნელად  სხვადასხვა  ერთეულოვანი  მონაკვეთის   შემთხვევაში . (პრეზენტაციის  საფუძველზე  მოსწავლეები   არასწორი  პასუხების  გასწორებას  თვითონვე  შეძლებ.)(10წთ.)
●დაუბრუნდებით  გაკეთილის  დასაწყისში  დასმულ  კითხვას  (თუ  რა  კავშირი  აქვს  რუკის  მაშტაბს ობიექტებს  შორის  მანძილთან?)  და  მთელ  კლასთან  ერთად  გავმართავ  დისკუსიას  აღნიშნულის  შესახებ.  (3წთ.)                                                          ზემოთ  ჩამოთვლილი  აქტივობების  წარმატებით  განხორციელების  შემთხვევაში  მოსწავლეები  გაიწაფებიან  რიცხვის  სხივზე  მდებარეობების  განსაზღვრაში   და  მოახდენენ  მის  განზოგადებასაც.                                       
●მივცემ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(2წთ)